Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - ფიქრი = თავისუფლება / lipo liparteliani - fiqri = tavisufleba - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:42 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - ფიქრი = თავისუფლება / lipo liparteliani - fiqri = tavisufleba


8:58 PM
ლიპო ლიპარტელიანი - ფიქრი = თავისუფლება / lipo liparteliani - fiqri = tavisufleba


-ნეტავ, ვიცოდე სად მიდიან ღრუბლის ჯარები,
უხედნავ ქარებს,ასე საით მიაჭენებენ...
იჯდა და შეშლილ ცას უცქერდა ცისფერთვალება
პატარა გოგო,ციცქნა სოფლის-ციცქნა მშვენება,

ფიქრობდა ქარზე,თეთრ ღრუბლებზე,გალაქტიკაზე,
ფიქრობდა ღმერთზე,ანუ ღმერთიც ფიქრობდა მასში,
გადამხმარ კალთებს იკეცავდა ცხელი თიბათვე,
მაყვლის ბუჩქებში თავის სევდას გალობდა შაშვი...
ფიქრობდა ღმერთი იმ გოგოში-რატომ წუხდება
უფალი ჩვენთვის,თან საკუთარ თავს დასცინოდა,
გოგონა გრძნობდა,რომ ფიქრშია თავისუფლება,
რომ მხოლოდ ფიქრით,მხოლოდ ფიქრით,იგრძნობა გრძნობა.

ღრუბლის ჯარები იმის მერეც მიდი-მოდიან,
მაყვლის ბუჩქნარმაც,უამრავ შაშვს მოუღო ბოლო...
ლამაზი გოგოც ისეთივე ციცქნა როდია,
უკვე ღრუბლებად ეჩვენება თამბაქოს ბოლი
და ახლა,ღმერთსაც ვეღარ იტევს დიდი სხეული,
ყოველ დღე უფრო ნაკლებს ფიქრობს,(თან სულ არ დარდობს)
როცა ვიზრდებით ,ჩვენი ლოცვაც თითქმის წყევლაა.
კოკრობაში ხომ ღრუბლებს ითვლის უეკლო ვარდიც.

ნეტავ ვიცოდე,სად მიდიან ღრუბლის ჯარები,
უხედნავ ქარებს, ნეტავ საით მიაჭენებენ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1155 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0