Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - წარსულის ერთი კადრი / lipo liparteliani - tsarsulis erti kadri - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - წარსულის ერთი კადრი / lipo liparteliani - tsarsulis erti kadri


8:59 PM
ლიპო ლიპარტელიანი - წარსულის ერთი კადრი / lipo liparteliani - tsarsulis erti kadri


გზაარეული ჩემს ფიქრებში დავეხეტები,
აღმოვაჩინე,ერთი კადრი ამ დიდ კრებულში,
კადრი, რომელიც წასაშლელად არ მემეტება,
ჩემი ბავშვობა,რომლის ფასსაც ახლა ვგებულობ,

ბავშვობა,როცა გალაქტიკაც ჩემი მეგონა,
როცა ბეჭებზე წანაზარდებს აშკარად ვგრძნობდი,
იმდენს ვგიჟობდი...არ ვიცოდი რა მომეყოლა,
როდესაც სახლსი გასული დღის ანგარიშს მთხოვდნენ,
მასამართლებდნენ(მადარდებდა ესეც ნაკლებად)
და მეორე დღეს კვლავ იგივეს ვიმეორებდი,
სახლში მომყავდა ცხოველების მთელი ნაკრები,
ყოველგვარ შიშს და მორიდებას სადღაც ვტოვებდი...

ყველა მდინარე სათავეში უფრო ლაღია,
უფრო თამამი,უდარდელი,უფრო ანკარა,
მე ახლა მდორე მდინარე ვარ,ჩემზე ახია...
მე ის ბავშვი ვარ თვალები,რომ დაბლა დახარა...

ასე,მტანჯველი სინანულით ვიგონებ ახლა,
ჩემივე ხელით ყელგამოჭრილ თავისუფლებას.
არ ღირს დიდობა!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1111 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0