მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - ალიონია / lipo liparteliani - alionia
9:00 PM ლიპო ლიპარტელიანი - ალიონია / lipo liparteliani - alionia
ცა იცვლის ფერებს,გაბზარა სარკე, ცის შავი სარკე გაბზარა სხივმა, ჰაერში უცხო საკმეველს აკმევს, სანამ მიწამდე მოაღწევს წვიმა,
დამტვერილ ქუჩებს,უხალხო ქუჩებს, ღამენათევი ლოთივით სერავს, (ამ პლანეტაზე სუყველას უჭირს, მოკვდა ფორტუნაც და ბედისწერაც...)
უბრალოდ დილა ირეცხავს წვიმით, ღამის სიგიჟით შელახულ სახეს, მყრალ მდინარეზე ირწევა ტივი და თითქოს ღმერთიც ახლაღა ახელს
თვალებს,რომელიც დახუჭა გუშინ, რომელსაც ხუჭავს ყოველ საღამოს. რადგან ლოცვებთ,ყალბით და ფუჭით, თვით ყოვლისშემძლე ღმერთიც დავღალეთ...
ვადამიანობთ,ჩვენი რა მიდის?! ნიღბების მწკრივი ამძიმებს თაროს. ვაშენებთ ახალ სემირამიდებს... და ერთმანეთის დაცინვით ვხარობთ.
ცა იცვლის ფერებს,გაბზარა სარკე, ცის შავი სარკე გაბზარა სხივმა, ჰაერში უცხო საკმეველს აკმევს, სანამ მიწამდე მოაღწევს წვიმა...
ღმერთი ლოცულობს... ალიონია...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1071 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0
|