Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - მორიგი ალიონი სანაპიროზე / lipo liparteliani - morigi alioni sanapiroze - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - მორიგი ალიონი სანაპიროზე / lipo liparteliani - morigi alioni sanapiroze


9:01 PM
ლიპო ლიპარტელიანი - მორიგი ალიონი სანაპიროზე / lipo liparteliani - morigi alioni sanapiroze


დუმილი მოაქვთ სივრციდან ტალღებს,
ჰაერში ბორგავს სიცარიელე,
ცა ღრუბლით დახშულ დარაბებს აღებს,
სულ ცოტა ხანში უნდა იელვოს...

მე ამ დროს ვზივარ ხავსიან ქვაზ,
ქვაზე,რომელიც კუნძულს წააგავს ,
ჰორიზონტზე კი ციმციმა ხაზებს
უნდათ,რომ ღამე ქსელში გააბან,

და მზე ამოდის ფრთხილად,ჩვეულად,
თავს სიცოცხლეს და ღიმილს ვაძალებ,
შავი ცა თითქოს ძირს დაწეულა,
ალბატროსებიც ყვავებს ბაძავენ

და დასჩხავიან ფერწასულ პალმებს...
შორს აჩრდილივით გამოჩნდა გემი,
ჩემს და გემს შორის პარალელს ვავლებ,
ჩვენ ხომ ორივე ჩაძირვას ველით,

ყოვე წუთს ველით მოვარდნილ ტალღას,
ტალღას,რომელიც სახსრებში დაგვშლის,
დაბადებიდან ვატარებთ დამღას
სიკვდილმისჯილის(აქ ლოცვაც არ ღირს)

მავანს კი უკვირს ჩემი ფიქრები,
უკვირს,სამყაროს რატომ ვართულებ,
თავისუფალი როგორ ვიქნები,
თუ ფიქრიც არ მაქვს ნებადართული?!

განდეგილივით ვხვდები ალიონს,
ალბატროსების დამჩხავის გუნდი.
მთელი სამყარო არის გალია,
სადაც ჩიტობა არავის უნდა,
მე კი ვოცნებობ... უნდა ვიფრინო!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1076 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0