Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - წუმპე / lipo liparteliani - tsumpe - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:39 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - წუმპე / lipo liparteliani - tsumpe


9:01 PM
ლიპო ლიპარტელიანი - წუმპე / lipo liparteliani - tsumpe


ქუჩები,ხალხი,გემოვნება ხარისხით მინუს,
თვალები-მღვრიე,უსინათლო,მკვლელი თვალები,
ჩუმი ღამეა,ოდნავ ბნელა,ბნელა და ყინავს,
ღამე, რომელშიც შავი კათაც ვერ იმალება
იმშვიდებს ნერვებს,სავსე მთვარეც გახუნდა,გაქრა,
თითქოს არც ცაა,თითქოს ზევით არაფერია,
პალმის ხეები ჰგვანან ჩიტებს,სიცივით დამფრთხალს,
რომლებიც მზის სხვივს,როგორც საკვებს ისე ელიან.
მე ვცხოვრობ აქ და ასეთია ჩემი სამყარო,
მე ვდარდობ,მტკივა,მიხარია თითქმის არასდროს,
უაზრო იმედს,არაფერზე აღარ ვამყარებ,
მხოლოდ ერთს ვფიქრობ-თვითმკვლელობა როგორ დავასწრო
ნაცრისფერ ქალაქს,დანგრეული სახლების მწკრივით,
სახლების სადაც უხალხობა არის ფობია,
მოდის მდინარე ამ ქუჩაზე, ჩემსავით მღვრიე...
ეს ქალაქი კი დედამიწის ეპილოგია...

მე ვცხოვრობ?...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1103 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0