Загрузка...
მელანო ზუკაკიშვილი - სულიერი ზღვარი / melano zukakishvili - sulieri zghvari - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:49 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მელანო ზუკაკიშვილი - სულიერი ზღვარი / melano zukakishvili - sulieri zghvari


4:47 PM
მელანო ზუკაკიშვილი - სულიერი ზღვარი / melano zukakishvili - sulieri zghvari


ისე მორცხვად წვიმს, თითქოს ზეცა ცრემლებს მიმალავს,
შეჩვეულ სევდას... ვერც მიმხელს და ვეღარც ინახავს.
კვალში მომყვება ყვავ-ყორანი, ცისკენ მიმავალს,
მე ღამე ასე უსასრულო, ჯერ არ მინახავს.

მოგისმენიათ?! - ალიონზე რას ყვება წვიმა...
რა საუცხოო ბგერებს ქარგავს ძირს დაცემული.
ალბათ ოდესმე ჩემი თხოვნა ღმერთამდე მივა,
როგორ არ ვუთხრა უსამართლო წლებს საყვედური.

როგორ არ ვნახო ყოველ ღამით მთვარის გოდება
და მონატრებით გაჟღენთილი ზეცის ცრემლები.
უკვე არ ვიცი ეს წამება როდის მორჩება
და უიმედო ისევ მტანჯველ ფიქრებს ვნებდები.

ან თუ გინახავთ ოკეანის შორეულ ნაპირს,
როგორ შერწყმია ვარსკვლავეთის საუფლო, ზეცა.
მე ისევ ცივი, უკუნეთი ლოდინი დამღლის,
უწინ ამ ლოდინს ''საიმედო'' მანტია ეცვა.

ახლა კი ჩემი იმედების ზღვისფერი გედი,
მიცვალებული ჩაატარეს ვერცხლის კუბოთი.
ჩემი თვალებით აიწყვიტა მკათათვემ ღვედი
და დაღლილ მაჯებს არტერიებს შანთით ვუპობდი.

ვიღაცა იტყვის ჩემს ლექსებზე, სევდის ფერი აქვს,
დიახ, სევდიან სტრიქონებს, ხომ მე ვწერ სისხლისგან.
ვიღაც მიწოდებს ცხოვრებისგან დაღლილ ხეიბარს
და თუ არ მოგწონთ ჩემი ხილვა, თქვენგან მივდივარ.

რადგან მე მიყვარს სევდისფერი ლექსების ფეთქვა,
რადგან მე მიყვარს წარმართებთან ბრძოლა, ამბოხი.
სწორედ ამიტომ მივდივარ და მე ვტოვებ თქვენთან,
სიტყვებს, რომელსაც დრო იტყვის და მე ვერ ვამბობდი

გარეთ ისევ წვიმს გაიჟღინთა მიწა ცის ცრემლით,
ცრემლი კი არა ნაწამები ქრისტეს სისხლია.
ქვეყნიერების გარიჟრაჟზე გლოვობს შვილს ღმერთი
და მე კი თქვენგან ხორცით არა, სულით მივდივარ!!!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1128 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0