Загрузка...
მელანო ზუკაკიშვილი - შიში შემოდგომისა / melano zukakishvili - shishi shemodgomisa - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მელანო ზუკაკიშვილი - შიში შემოდგომისა / melano zukakishvili - shishi shemodgomisa


4:48 PM
მელანო ზუკაკიშვილი - შიში შემოდგომისა / melano zukakishvili - shishi shemodgomisa


სულზე შემომაცვდა მარიამობის თვე,
გულში შემოდგომის შიშმა დაიბუდა.
წვიმავ, გევედრები დღესაც არ მოხვიდე,
სველი ღამეები სისხლად ამიდუღდა.
ვდგევარ თავდაყირა მტანჯველ ქაოსში და
მხოლოდ დუმილშია ახლა ჩემი შვება.
თუ კი უთქმელობით ნატვრა ამისრულდა,
ალბათ გაზაფხული ისევ დამიდგება.
ღამით ხელს ჩავკიდებთ მე და სიმარტოვე,
სულის სიმშვიდისთვის ფიქრში გავყუჩდებით.
სიბნელეში ყველა დარდი მიმატოვებს,
ხვალ კი ახლებური ძალით დავბრუნდები.
წავალ მივახატებ ცისფერ ჰორიზონტებს,
ჩემი ლექსებიდან ფერად ემოციებს.
ნატკენ იარებსაც უკან მოვიტოვებ,
მზის სხივს მოვიპარავ წვიმით შენაციებს.
ვივლი სამყაროში ისე ფეხაკრებით,
ჩემი სიმსუბუქის ნიავს შეშურდება.
როცა წარმატების მწვერვალს ვეპარებით,
მიწად დანარცხება მაშინ გვემუქრება.
თუ არ განგიცდია წამი დაცემისა,
სიტკბოს ვერ შეიგრძნობ ზეცად ამაღლების.
ღამეს გათენება თუ კვლავ არ ეღირსა,
თვეო მარიამის, შენც არ დამთავრდები.
ახლა სულ არ მხიბლავს სუსხი შემოდგომის,
სხეულს ტკივილისგან სისხლი გაჰყინვია.
სული დამეღალა ბეწვის ხიდზე დგომით
და წამს გადაასწრო გულის არითმიამ.
ვერა ვერ გავწირავ ის რაც ჩემი ხელით,
სისხლის თითო წვეთით ცამდე ამიგია.
ჩემი გულის სათქმელს ვერასდროს მიხვდებით,
ზოგჯერ ჩემი თავის მეც ვერ გამიგია.
მიყვარს სიმარტოვე, ფიქრი უსასრულო,
ლექსად ამოქარგვა სულის ტკივილების.
სულ პატარა მწყინს და ცოტა მიხარია,
მტერსაც ღიმილით და გულით მივიღებდი.
მზარავს სიყალბე და ხალხთა ორპირობა,
არ მსურს სიახლოვე ცრუთა სამყოფელთან.
ადამიანთა სულს თუ ვერ შევიცნობდი,
აბა მე მათ გვერდით რაღა მამყოფებდა.
სიტყვა გამიგრძელდა, დრო კი მიიწურა,
მარიამობის თვე წამებს გულზე მითვლის.
იმედს არ დავკარგავ, თუ კი მაინც წავა,
შემოდგომის დღეებს ბრძოლით გადავივლი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1193 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0