Загрузка...
მელანო ზუკაკიშვილი - არ იდარდოთ / melano zukakishvili - ar idardot - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მელანო ზუკაკიშვილი - არ იდარდოთ / melano zukakishvili - ar idardot


5:13 PM
მელანო ზუკაკიშვილი - არ იდარდოთ / melano zukakishvili - ar idardot
ნუ იდარდებთ, ამ ტკივილსაც გადავიტან,
ძალა შემწევს მოგიტევოთ შეცდომები.
მე არ ვიცი ცხოვრების გზა სად წამიყვანს,
ნუ გგონიათ, რომ მე თქვენგან მეტს მოველი.

ნუ იდარდებთ, მე შევძლებ და წამოვდგები,
არ დავუხრი თავს ამ მძიმე განსაცდელებს.
მერე რა თუ გული კვლავაც მომიკალით,
უფლის მადლი ვიცი თავს არ დამანებებს.

ნუ იდარდებთ, მე ხომ თქვენზე ძლიერი ვარ,
შემიძლია დავამარცხო ყველა დარდი.
მერე რა, რომ გული წყენას ვეღარ იტევს,
მერე რა, რომ თავზე მეტად შემიყვარდით.

ნუ იდარდებთ, მე ვიცი რომ ღმერთს ვუყვარვარ
და ვიცი რომ არ გამწირავს მისი ძალა.
მერე რა, რომ ამ ზამთარს ვერ გადავურჩი,
მერე რა, თუ ვერ შევძელი დარდის მალვა.

ნუ იდარდებთ, მე ყველაფერს გაპატიებთ,
მოგიტევებთ ყველა ნატკენს, ნაიარევს.
ძალა შემწევს ძველებურად გავძლიერდე,
ძალა შემწევს გავუმკლავდე ამ იარებს.

არ იდარდოთ თუ თქვენს მიმართ აღარავარ
ძველებურად გულღია და თავმდაბალი.
მერე რა, თუ იმედები გამიცრუეთ,
მიტევების ფასი ქვეყნად სხვა რა არის.

ჩემს გულში კვლავ აყვავდება ალუბლები,
ჰორიზონტზე სათნოების წამი ხარობს.
მერე რა თუ მაწყენინეთ, არაუშავს,
მე თქვენ მაინც მოგიტევებთ არ იდარდოთ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1124 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0