Загрузка...
მელანო ზუკაკიშვილი - ძველი როიალი / melano zukakishvili - dzveli roiali - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-29, 1:41 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მელანო ზუკაკიშვილი - ძველი როიალი / melano zukakishvili - dzveli roiali


5:16 PM
მელანო ზუკაკიშვილი - ძველი როიალი / melano zukakishvili - dzveli roiali
წყნარი ოკეანის ოქროს ნაპირებთან
ტირის სევდისფერი, ძველი როიალი.
ზეცა გარინდული წვიმას აპირებს და
ტალღა პოეტურად მიმზერს მომღიმარი.

ღამეს ვარსკვლავები წყალში ჩაუცვივდა,
ქარში დაეფანტა, როგორც ოცნებები.
მთვარეს ცივი გული უფრო გაუცივდა,
მე კი მგონია რომ ვეღარც დროს ვერევი.

ვეღარც სიშორეს ვგრძნობ, ასე გამეფებულს,
ვეღარც სიცივეს და ვეღარც სიმარტოვეს.
ვუმზერ ჰორიზონტზე, ზეცას აცრემლებულს,
ვხვდები ყველა დარდი ფსკერზე მივატოვე.

ვდგევარ სანაპიროს კლდოვან ქვაფენილზე,
ცივი ღამის სუსხში სისხლი გამეყინა.
სული გაჰკივის და აღწევს ხმა ზენიტზე,
ღამე უძრაობის ტკივილს გაემიჯნა.

ქარი უსაშველოდ ქროლვას აპირებს და,
მთვარე ქალწულია, ღამის მგლოვიარე.
წყნარი ოკეანის ოქროს ნაპირებთან,
ტირის სევდისფერი, ძველი როიალი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1269 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0