მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მარი ბეროძე - სახლი / mariam beroidze - sakhli
5:51 PM მარი ბეროძე - სახლი / mariam beroidze - sakhli
|
უარტახო აკვანს და ნესტიან ნეგატივებს დასცქერიან აჩრდილები. სხვენში აღარავინ ემალება დახუჭულ მშობლებს. ტანზე წითლად აყრის სიმარტოვეს. (ია და ვარდი, ბატონებო, თაფლი და კვერი, ბატონებო).
წლებმა ეკლები ჩათესეს ორღობეში, ხელებზე ძეძვი შემოიცვეს ბილიკებმა.
ღამღამობით, განუწყვეტლივ ხრიალებს იატაკი, ვეღარ სუნთქავენ ოთახები და სავსეა ცარიელი კარადები, ხმაურიანია მდუმარე შენობები.
გარდასული დღეები არ მიჰყვებიან სხეულებს, რჩებიან და თავისკენ ექაჩებიან ადამიანებს. ამიტომ, გეუბნებით თქვენ, ნუ მიატოვებთ სახლებს, ახსენით შესასვლელს ჯაჭვები, ცისფერი ნაჭრებით შემოსეთ კედლები და ფართოდ დააღეთ ფანჯრები - დაე, ქარმა ახვეტოს ჭაღიდან მტვერი, დაე, ქარმა განდევნოს ფუძიდან ეშმაკნი!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1188 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0
|
|