Загрузка...
მარი ბეროძე - გრავიტაცია / mariam beroidze - gravitacia - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:53 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მარი ბეროძე - გრავიტაცია / mariam beroidze - gravitacia


5:52 PM
მარი ბეროძე - გრავიტაცია / mariam beroidze - gravitacia
ჰაერი გაიშვიათდა -
ვსუნთქავ და ვკვნესი
(უფრო ვხროტინებ).

დიდი ხანია,
ფანჯრებთან აღარ მოდიან ბეღურები,
ისწორებენ ბუმბულს და
მსუბუქად ლივლივებენ
ღრუბლების ტევრში -
ცამდე იშვიათად აღწევს
მიწის სურნელი.

მხრებჩამოყრილი
მონდომებით ვშლი მკლავებს
და ვჩურჩულებ -
"თუ ფრენისას თვალებს გავახელ
ზეცას როგორღა დავინახავ?!"

ჰორიზონტზე
აღარ ჩანან სილუეტები,
ჰორიზონტზე
აღარ ჩანხარ შენ და
სანამ მოთმინებას გამოველევი,
სანამ შიშველი ტერფებით გავუყვები
სულებთა ბილიკს,
მე დავარღვევ გრავიტაციულ გავლენას
და კი არ მოვალ
განვიზიდები.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1072 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0