Загрузка...
მარი ბეროძე - სიზმრის / mariam beroidze - sizmris - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მარი ბეროძე - სიზმრის / mariam beroidze - sizmris


5:53 PM
მარი ბეროძე - სიზმრის / mariam beroidze - sizmris
წვიმა.
სიმშვიდე.
ცოტა ღვინო,
(ალბათ გრენაჩე)
კინო ფრანგული...
იქნებ ვალსიც?!
(ანდაც სკოტიჩე)

. . .

ის დროა ახლა
ჯონათანმა შეკრას ირაო,
ვიდგეთ წყნარად და
მზის ჩასვლისას
ვუსმენდეთ ვეითსს.
არ დავუჯეროთ
პლანეტების ქაოსურ გნიასს,
გვწამდეს ძალა და
სიახლოვე ნაცნობი მხრების.

ვამოწმებთ მტვრიან
საფოსტო ყუთს,
უარვყოფთ მანძილს,
კისრის მალებთან შემოვიწყობთ
ზღვითსავსე თითებს.
მეტამორფოზა დაიწყო და
ნეკნად ქცეული,
მარცხენა მხარეს
უარაფრო
სივრცეებს გივსებ.

. . .

ქარი.
სიჩუმე.
მე, შენ, ზღვა და
თბილი კენჭები.
ცის ზურგზე ხატვა...
იქნებ ფრთები?!
(ანდაც ფესვები)


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1093 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0