მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მარი ბეროძე - ჩემი მეგობარი / mariam beroidze - chemi megobari
5:54 PM მარი ბეროძე - ჩემი მეგობარი / mariam beroidze - chemi megobari
|
ჩემს მეგობარს გული თითებიდან ეწყება, ხელებით დააქვს ბედნიერება, მხრებით ნუგეში და ცარიელ ხალხს ურიგებს.
ჩემი მეგობარი შეყვარებულია, ქარვისფერ მკლავებს ჯვარედინად ილაგებს მკერდზე და ჩურჩულებს : "მე მიყვარს გოგო ლილისფერი თვალებით"
(ამასობაში) ჩემს მეგობარს ფოთლები უყვითლდება, უხმება და სცვივა, თვალებიდან ეპარება შემოდგომა, მალე დაუზამთრდება.
ჩემი მეგობარი ავადაა, მეტასტაზებს ებრძვის - დგას, ფესვებით ეჭიდება მიწას და ლოცულობს:
"-უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, მე მიყვარს გოგო ლილისფერი თვალებით, აცვია გაზაფხული და მსხმოიარე ალუბლები... დაიფარე!"
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1170 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 4 სტუმარი: 4 მომხმარებელი: 0
|
|