Загрузка...
მარი ბეროძე - პოლიმერია / mariam beroidze - polimeria - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:59 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მარი ბეროძე - პოლიმერია / mariam beroidze - polimeria


5:56 PM
მარი ბეროძე - პოლიმერია / mariam beroidze - polimeria
თქვენ,
მამებო ჩემო
და დედებო ჩემო
და სიზმრებო ჩემო,
მუხლებზე დადექით
და მიწამდე დახარეთ თავები,
წამოდექით
და ბეჭებზე დაიწყვეთ ხელები!

ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ...
მოინანიეთ!

თქვენ,
ძმებო ჩემო
და დებო ჩემო
და სიმშვიდევ ჩემო,
სუდარაში გახვიეთ
ბილწი ზრახვები,
ანთებული სანთლებით
აავსეთ ტაბლა და
ფსალმუნების დაიწყეთ კითხვა!

ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ...
მოინანიეთ-მეთქი!

შენ,
სხეულო ჩემო
და სულო ჩემო
და ცხოვრებავ ჩემო,
იმედზე ჩამოდე შუბლი,
ფეხქვეშ შეიკეცე ზამთარი,
მკერდიდან გადევნე ყვავები
და ნუ შეწყვეტ თვითგვემას!

ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ...
გაუძელი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1277 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0