მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » ელენე გურგენაძე - შვილის მონატრება / elene gurgenadze - shvilis monatreba
6:01 PM ელენე გურგენაძე - შვილის მონატრება / elene gurgenadze - shvilis monatreba
ჩემი შვილის თვალებს ვნატრობ,
თვალებს, გრძნობის ამშლელებს...
ჩემს სულში რომ სევდას აქრობს,
სულ რომ ღიმი ამშვენებს...
ჩემი შვილის თითებს ვნატრობ,
ფერება რომ მინდება...
ეს თითები ტკივილს აქრობს,
სულში როცა ბინდდება...
ჩემი შვილის ტუჩებს ვნატრობ,
ნაზად მკოცნის ღამ-ღამე...
სულში ტკივილს ვეღარ ვაქრობ
და სევდებმა დამღალეს...
ჩემიშვილის სითბოს ვნატრობ,
ახლა ისე მაკლია...
სულში სანთელს ვერ ჩავაქრობ,
სითბომ ვერ მომაკვლია...
ჩემი შვილი გამეზარდოს,
ძილშიც, ცხადშიც ვსურვილობ...
მენატრები მარიამო,
ჩემი სუნთქვის სურვილო!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 3517 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 4 სტუმარი: 4 მომხმარებელი: 0
|