Загрузка...
ელენე გურგენაძე - ჩემი ედემი / elene gurgenadze - chemi edemi - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » ელენე გურგენაძე - ჩემი ედემი / elene gurgenadze - chemi edemi


6:02 PM
ელენე გურგენაძე - ჩემი ედემი / elene gurgenadze - chemi edemi


ააფახულა წამწამები თბილისის მზემ და,
შემომეგება მთაწმინდიდან ,,მამადავითი",
ნარიყალადან შემომცქერის კვლავ ,,ქართლის დედა",
გული ისე ძგერს, ვიცი, პულსსაც ვეღარ დამითვლით.
რომ ჩავუყვები ,,სამებიდან" დამრეც ქვაფენილს,
მომეფერება ,,მეტეხი" და ,,სიონი" ერთად,
მუჭში დავიჭერ ჩემს სულს უკვე ზეცად აფრენილს,
და ,,ქაშუეთი" მასაუბრებს კვლავ მაღალ ღმერთთან.
ოქროს ტაიჭზე ფრთაგაშლილი ,,წმინდა გიორგი"
მცხეთის ,,ჯვარისკენ" გააქროლებს ჩემს სულს ცხონებით...
და სისხლო ჩემო, ოდესღაც რომ ასე მდიოდი,
დღეს გთხოვ, რომ მზემდე აიყვანო ,,სვეტიცხოველი".
ააფახულა წამწამები თბილისის მზემ და,
ნისლმა დაფარა ძველებურად ისევ მთაწმინდა...
საქართველო და თბილისია ჩემთვის დიდება,
სხვა სამოთხე და სხვა ედემი სულაც არ მინდა!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1135 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0