მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » ელენე გურგენაძე - გაზაფხულის სურათი / elene gurgenadze - gazafkhulis surati
6:05 PM ელენე გურგენაძე - გაზაფხულის სურათი / elene gurgenadze - gazafkhulis surati
ქუჩაში ფოთოლს ათამაშებს ბოროტი ქარი,
ჩამოუყრიათ ღრუბლებს ყურები, ცა იქუფრება...
გაზაფხულია, ის ფაქიზი და ურჩი ქალი,
რომელიც მალე ურჩობითვე დაიღუპება!
და თავს მოიკლავს ფანჯარასთან შავი ქლიავი,
მის გვერდით ვნებით აფეთქდება ჩემი ატამი,
ჩამოიქროლებს გაზაფხულის ნაზი ნიავი,
გამოაცოცხლებს არემარეს წვიმის ტამტამი...
ააშრიალებს მწვანე ფარჩას ისევ მაისი,
ცისარტყელები მომიქარგავს ზეცას ლურჯფრთიანს,
და გამაოცებს გაზაფხულის ჩუმი აისი,
განთიადისთვის პეპლებიც კი თავს დამიხრიან...
ქუჩაში ფოთოლს ათამაშებს ბოროტი ქარი,
ჩამოუყრიათ ღრუბლებს ყურები, ცა იქუფრება...
გაზაფხულია, ის ფაქიზი და ურჩი ქალი,
რომელიც მალე ურჩობითვე დაიღუპება!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1202 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0
|