Загрузка...
ამირან ჯანჯღავა - ივნისივით... / amiran janjghava - ivnisivit... - 29 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 29 » ამირან ჯანჯღავა - ივნისივით... / amiran janjghava - ivnisivit...


8:35 PM
ამირან ჯანჯღავა - ივნისივით... / amiran janjghava - ivnisivit...
ზოგჯერ ამინდებსაც ტანჯავთ ამნეზია.
ვფიქრობ აპრილია უფრო ეს ივნისი
არა,საუბარი განა ამაზეა,
მაგრამ,ივნისი და ასე პესიმისტი?!
არა,არ მახსოვს და თანაც ხარაკირი
ისე გამალებით სურს,რომ ამნეზია,
მართლაც მიზეზია,თორემ სხვა რა ჭირი?!
როცა,წვიმაშიც კი ისე ლამაზია,
როგორც პოეზია, ლექსში მეტაფორა,
ანდაც, ფიქრობს იქნებ, კლარა ცეტკინია
უნდა,რა ქნას,უფრო მეტი მოფერება,
თორემ ამინდები,ისე ეტკინება
მერე, ვერ გვიშველის, მენდე ვერც ბიბლია.
არა.საუბარი აქ, არც ამაზეა
თუმცა ამინდები,როცა ვერლიბრია,
ვფიქრობ ჭირდეს უნდა მართლაც ამნეზია.
ჰოდა,ახლაც თოვს და გარეთ ივნისია
ფიქრი სიკვდილზეც კი, უფრო ლამაზია.
სანამ,ამინდებმა დარდი მომისიეს,
მინდა ივნისივით მქონდეს ამნეზია.

ამირან ჯანჯღავა - მეცამეტე თვის პოეტები
amiran janjghava - mecamete tvis poetebi





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1232 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, mecamete tvis poetebi, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, amiran janjgava, amiran janjghava, ამირან ჯანჯღავა, მეცამეტე თვის პოეტები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0