Загрузка...
ამირან ჯანჯღავა - გასულ კვირიდან ... / amiran janjghava - gasul kviridan ... - 29 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 29 » ამირან ჯანჯღავა - გასულ კვირიდან ... / amiran janjghava - gasul kviridan ...


8:36 PM
ამირან ჯანჯღავა - გასულ კვირიდან ... / amiran janjghava - gasul kviridan ...
იქნებ, დაირღვეს ერთ ღამესაც გრავიტაცია
ბრუნვაც შეწყვიტოს ერთდროულად, ყველა ორბიტამ
ტატოს მერნებს, ან ლურჯა ცხენებს გავიტაცებ და
ათას მეერთე, უკანასკნელ ვარდსაც მოგიტან.
იქნებ,ფილტვები შეუხორცდეს ატმოსფეროსაც
მერე მიხვდები,სუნთქვა როგორ გასაკვირია
რადგან ოცნება ჩემთვის უფრო ატმისფერია
ატმოსფერო ხარ, აგერ უკვე, გასულ კვირიდან.
ახლა დღეებიც,ცხოვრებაც კი ანტრესოლია
მე და შენს შორის,ჰაერივით გამომწყვდეული
დგანან სახლები მზის ჩასვლამდე მარტოსულები
დგანან და ისევ სეირნობენ გაღმა წყვილები.
სადღაც მე და შენ, გვეუფლება ეიფორია
სადღაც განწყობაც, ღრუბლებივით არეულია
რაღაც, ბოლო დროს, ამინდებიც ერთი ფერია
რაღაც, ბოლო დროს, ამინდებსაც აღარ უვლიან.
ნეტა,დაირღვეს სვიტერივით გრავიტაცია
ბრუნვაც შეწყვიტოს ბორბლებივით ყველა ორბიტამ.
არ დავიბნები,ლურჯა ცხენებს გავიტაცებ და
სველი ფილტვებით უკანასკნელ ჟანგბადს მოგიტან.

ამირან ჯანჯღავა - მეცამეტე თვის პოეტები
amiran janjghava - mecamete tvis poetebi





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1324 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, mecamete tvis poetebi, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, amiran janjgava, amiran janjghava, ამირან ჯანჯღავა, მეცამეტე თვის პოეტები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0