Загрузка...
ამირან ჯანჯღავა - დამჩემდა განწყობა ან უფრო აურა / amiran janjghava - damchemda gantskoba an ufro aura - 29 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 29 » ამირან ჯანჯღავა - დამჩემდა განწყობა ან უფრო აურა / amiran janjghava - damchemda gantskoba an ufro aura


8:38 PM
ამირან ჯანჯღავა - დამჩემდა განწყობა ან უფრო აურა / amiran janjghava - damchemda gantskoba an ufro aura
დამჩემდა განწყობა ან უფრო აურა,
ერთ დროს,რომ ტანჯავდა დანტეს და ლამანჩელს.
თითქოსდა, ქუჩებიც დააფრთხო ხმაურმა
გარეთ რომ გაუდით, ნამიან დამბაჩებს
ნამიანს, რადგანაც ტირიან თოფები
და იქვე ჭადრებთან ბავშვივით ვსლუკუნებ.
ბოლოა ღამე და მიდიხარ, თხოვდები
ხვალიდან სუნთქვასაც დავარქმევ უკუნეთს,
ხვალიდან ხვალეზე ფიქრიც კი მორჩება
ვხვდები, რომ ფილტვებში ჟანგბადიც არ დამრჩა
და როგორც ურწმუნო,უღმერთო მორჩილი
მე ყველა კითხვაზე მპასუხობს დამბაჩა.
ახლა კი, ჩემს ირგვლივ მძიმეა აურა
წვერივით ჯიუტი თან უფრო უხეში
ბოლოჯერ დააფრთხობს ამ ქუჩებს ხმაური,
წამი და ბოლოჯერ მოვწყდები მუხლებში ...

ამირან ჯანჯღავა - მეცამეტე თვის პოეტები
amiran janjghava - mecamete tvis poetebi





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1097 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, mecamete tvis poetebi, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, amiran janjgava, amiran janjghava, ამირან ჯანჯღავა, მეცამეტე თვის პოეტები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0